LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი ვიცი მე კუხნაში: რატომ შეწყდა ფეხბურთი კატალონიაში

38

ქალმა მსაჯმა მატჩი შეაჩერა ერთ-ერთი ფანის შეძახილის შემდეგ – ”წადი ჭურჭელი დარეცხე” და ამით ქალმა აპლოდისმენტები დაიმსახურა.
ყველაზე კაცური საქციელი ქალმა ჩაიდინა.

კატალონიის მეორე დივიზიონის მატჩი გულშემატკივრის მხრიდან სექსისტური შეძახილის გამო შეწყდა.

”ვალსომისა” და ”კემბრილსომ უნიოს” შეხვედრისას მსაჯთა ბრიგადა მუშაობდა, რომელიც ორი ქალისა და ერთი მამაკაცისგან შედგებოდა. ერთ-ერთი ეპიზოდისას ტრიბუნაზე გულშემატკივარმა არბიტრის მისამართით დაიყვირა: ”წადი ჭურჭელი დარეცხე”.

მთავარმა მსაჯმა მარტა გალიეგომ თამაში შეაჩერა და კაცების ფეხბურთის მოყვარული ქომაგი სტადიონიდან მიაბრძანა.

სხვა დამსწრეები მსაჯის გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ, თავად გალიეგომ კი ეს ინციდენტი ბლოკნოტში ჩაინიშნა, რათა მერე კატალონიის ფეხბურთის ფედერაციაში ეცნობებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები