LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა 100 წლის იუბილე პარაშუტით ხტომით აღნიშნა

54
TNTHLQVXXBFQPAZFVQGM7CA2SI

იუბილარს სურდა, რომ დაბადების დღეზე ისეთი რამე გაეკეთებინა, რაც აქამდე არასდროს უქნია
100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ფლორიდას შტატში მცხოვრები ქალბატონი პარაშუტით გადმოხტა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Upi ავრცელებს.

რაიმონდა სალივანს, რომელიც მეორე მსოფლიო ომში წინა ხაზზე მებრძოლების მედდა იყო, ყოველთვის უნდოდა მრგვალი თარიღი განსაკუთრებულად აღენიშნა. ხანდაზმული ინსტრუქტორთან ერთად ტანდემში გადმოხტა.

„პარაშუტით ხტომა აქამდე არასდროს მიცდია. არადა, 100 წლის განმავლობაში მართლაც ბევრი რამ გამოვცადე, ამიტომ გადავწყვიტე, რომ სანამ შემეძლო, ესეც უნდა გამეკეთებინა. უნდა ვაღიარო, რომ ცოტა შემეშინდა“.

სალივანმა გადაწყვიტა, რომ ჰაერში ფრენის პირველი ცდა ბოლოც იქნება. მიწაზე დაშვების შემდეგ დაბადების დღე მან ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები