აშშ-ში ქალი დაეხმარა საავტომობილო ავარიაში დაზარალებულებს მაშინ, როცა სხვა ავარიაზე აძლევდა ინტერვიუს. ამის შესახებ FOX19 წერს.
საავტომობილო სერვისის თანამშრომელი ვიქტორია სტოფერი საშიში ავარიის შემსწრე სამსახურისკენ მიმავალ გზაზე გახდა. მან დაინახა გადატრიალებული ავტომობილი, რომელსაც ცეცხლი ეკიდა და სასწრაფოდ დასახმარებლად გაიქცა. ვიქტორიამ ავტომობილში მყოფ ქალს უსაფრთხოების ღვედი გაუხსნა და ტროტუარზე გადმოიყვანა.
ამ ამბიდან რამდენიმე საათში მის სამუშაო ადგილთან ჟურნალისტები მივიდნენ, რათა ინტერვიუ ჩაეწერათ. რეპორტიორი ქალს დილით მომხდარი შემთხვევის შესახებ უსვამდა კითხვებს, როცა მათ სიახლოვეს ორი ავტომობილი დაეჯახა ერთმანეთს.
ვიქტორია მაშინვე ავარიის ადგილთან მივარდა და მგზავრის სავარძლიდან გოგონა გადმოიყვანა. შემდეგ, სანამ სასწრაფო მოვიდოდა პირველადი დახმარებაც გაუწია.
ასე რომ, ქალმა ერთ დღეში ორი სხვადასხვა ავარიის შედეგად დაზარალებულების გადარჩენა შეძლო.