LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა გატაცებული შვილი iPhone-ის დახმარებით იპოვა

40
Capture

აპლიკაცია Find My IPhone (იპოვე ჩემი აიფონი)-ის შემქმნელები ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათი დამსახურებით 9 წლის ბავშვს გადაარჩენდნენ.

შემთხვევა ჯორჯიას შტატში, ქალაქ ატლანტაში მოხდა. ჯერიკა მურმა ავტომობილი ერთ-ერთ პარკინგზე გააჩერა, შვილი გასაღებთან ერთად მანქანაში დატოვა და თვითონ საქმეზე გადავიდა.

ამ დროს უცნობი პირი მანქანაში ჩახტა და შიგნით მჯდომ ბავშვთან ერთად მიიმალა.

გამოცემა New York Post-ის ინფორმაციით, ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა პოლიცია და გამოძიებაც დაიწყო. ქალმა შვილის ტელეფონი სპეციალური აპლიკაციით იპოვა და ეს ინფორმაცია სამართალდამცავებს შეატყობინა. დედის სწრაფი რეაგირების დამსახურებით გატაცებული მანქანა მალევე იპოვეს.

გამტაცებელმა მიმალვა სცადა, თუმცა პატრულმა მისი დაკავება შეძლო. მამაკაცი დააპატიმრეს.

შემთხვევის შედეგად ბავშვი არ დაზარალებულა, თუმცა დამატებითი კვლევებისთვის ის მაინც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები