LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა სოც-ქსელებში გაცნობილი მამაკაცი გაიტაცა

115
Screenshot 2024-10-24 131030

ამერიკელი მამაკაცი სოც-ქსელებში გაცნობილ ქალს შეხვდა და პირველი პაემანი ისე არ წარიმართა როგორც ელოდა. ამის შესახებ KRON 4 წერს.

დაზარალებული ქალს, სახელად ლუსიანა რომანოს, Facebook-ზე გადაეყარა. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში საუბრობდნენ, შემდეგ კი პირველ პაემანზეც შეთანხმდნენ.
წყვილმა ერთმანეთი 17 ოქტომბერს სავაჭრო ცენტრის პარკინგზე ნახა და მამაკაცის ავტომობილისკენ გაემართა. ამ დროს რომანომ მუქარა დაიწყო და კაცს ბენზინ გასამართი სადგურისკენ წასვლა და იქ ფულის მოხსნა მოსთხოვა. შემდეგ ქალმა ახალი ნაცნობი მოტელში წაიყვანა, სადაც ცოტა დაისვენა და ბოლოს უკან, პაემნის ადგილას დააბრუნა.
ფაქტობრივად, რომანომ მამაკაცი გაიტაცა და გატაცების პროცესში გაძარცვა კიდეც.

როგორც კი რომანო წავიდა, დაზარალებული პოლიციას დაუკავშირდა და სამართალდამცავებს მისი ფოტო გადასცა. დამნაშავე მეორე დღესვე დააპატიმრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები