ბრიტანელმა ქალმა ისაუბრა შოტლანდიური აქცენტის პანიკურ შიშზე, რომელიც მას ბევრ პაემანზე უარის თქმას და უცნაურ ქცევას აიძულებს. იმის შესახებ, თუ როგორ უბიძგებს ირაციონალური შიში ბრიტანელს შოტლანდიელებისგან გაქცევისკენ, Daily Mail წერს.
32 წლის კრისტი ბეიკერი ჯერ კიდევ ბავშვობაში ტელევიზორს რთავდა მაშინვე, როგორც კი იქიდან შოტლანდიურ აქცენტს გაიგებდა. დროთა განმავლობაში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა და ბრიტანელის ანტიპათია ფობიად გადაიქცა.
კრისტი აღიარებს, რომ ერთხელ სუპერმარკეტიდანაც კი გაიქცა, როცა იქ შოტლანდიელი შეამჩნია. მას არაერთხელ უთქვამს უარი პაემანზე შოტლანდიელთან და თავის მთავარ კოშმარად შოტლანდიაში მოგზაურობას მიიჩნევს.
ბეიკერი აზუსტებს, რომ შოტლანდიელების საწინააღმდეგო სინამდვილეში არაფერი აქვს და ეს ფობია მართლაც დიდ უხერხულობას უქმნის.