LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალს ოდესღაც საქორწინო კაბა გაუფუჭეს და ახლა ჩივის

78

American Airlines-ის მგზავრი ავიაკომპანიისგან 300 ათას დოლარს ითხოვს, მიზეზი – გაფუჭებული საქორწინო კაბაა. ტელეარხ „Fox news”-ის ინფორმაციით, იევანდე ოტე დარწმუნებულია, რომ ამერიკული ავიაკომპანიის თანამშრომლებმა მისი ქონება მიზანმიმართულად დააზიანეს. ინციდენტი 2015 წელს მოხდა, თუმცა ქალბატონმა ჩივილი მხოლოდ ახლა გადაწყვიტა. ოტე თავის საქმროსთან ერთად ფილადელფიიდან იამაიკის მიმართულებით მიემგზავრებოდა და წყვილი ქორწილის გადახდას სწორედ იქ გეგმავდა. მომავალმა საპატარძლომ კაბა სალონში აიტანა და ერთ-ერთ სათავსოში შეინახა. ადგილზე ჩასულმა კი აღმოაჩინა, რომ კაბას ღვინის წვეთები ემჩნეოდა და გოგონა ამან იმდენად გააბრაზა, რომ ქორწილი საერთოდ გადადო. დღეისათვის ოტე დარწმუნებულია, რომ მისი კაბა ბორტგამცილებლებმა გააფუჭეს და ზარალის ასანაზღაურებლად 300 ათას დოლარს ითხოვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები