რიჩმონდში, ფან დისტრიქტის მაცხოვრებლებმა ერთ-ერთ მიტოვებულ ავტოფარეხში 1949 წლის კაბრიოლეტი Ford იპოვეს. ავტომობილის ადგილ სამყოფელი მხოლოდ ძლიერი ქარის შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც კარი დაანგრია.
სავარაუდოდ, ავტომობილი უმოძრაოდ დიდ ხანს იყო. ძარა ჟანგით არის დაფარული, სახურავი კი სულ დახვრეტილია. ადგილობრივების განცხადებით, სახლის მეპატრონე რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და მას შემდეგ აქ არავინ გამოჩენილა.

