LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული მოდერნისტული არქიტექტურა 1955-1990“

156

21 ნოემბერს, 18:00 საათზე ექსპოჯორჯიაში გამოფენა ”ქართული მოდერნისტული არქიტექტურა 1955-1990” გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი არქიტექტორების მასალა ამ წლებში შექმნილი პროექტების შესახებ. დამთვალიერებელს ექნება საშუალება, გაეცნოს სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ ნამუშევრებს. ეს სფეროებია: ვაჭრობა, მომსახურება და ადმინისტრაციული შენობები, ტრანსპორტი, კომუნიკაციები და საინჟინრო ნაგებობები, სპორტი და კულტურა, საცხოვრებელი სახლები, მემორიალები და მონუმენტები, დასვენება და ტურიზმი.

გამოფენა იმართება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები