სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია ერთ-ერთი საიტის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, თუ რა ღირს კახეთში, ერთ-ერთ სასტუმროში ახალი წლის გატარება – 980$ სამი დღე ორ პერსონაზე, თუმცა აღნიშნულია ისიც, რომ ამ ფასში შედის ყველანაირი გასართობი, რომელიც სასტუმროს ტერიტორიაზეა, ასევე მუსიკალური პროგრამა ქართველი მომღერლების მონაწილეობით.
„ფეისბუქზე“ ამ ამბავს ცნობილი ადამიანებიც ეხმაურებიან და აზიარებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რა ღირს მაგალითად, ექვსი დღის ბუდაპეშტში გატარება, მთლიანი ტურის ღირებულება 160 ევრო გახლავთ.
ნიკა ქავთარაძე ამ ინფორმაციას აქვეყნებს და წერს: „ძაან … არ ხარ, აქ რო წახვალ და 900$-ს გადაიხდი კახეთში ახალი წლის გატარებაში?“, თუმცა იქვე დასძენს, რომ ამ პოსტით კახეთს არ აკნინებს. მის ამ სტატუსს კომენტარებიც მოჰყვა: „ზატო“ კახეთში ჩურჩხელაა“, „იქნებ, თვითმფრინავის ეშინიათ და არ უღირთ?“, „გააღვიძეთ თქვენში პატრიოტი…“, „ახალი კატეგორია გაიჩითა ახლა, ბუდაპეშტი რომ ეგოიმებათ იმიტომ, რომ ძალიან ხელმისაწვდომია…“, „ქართული ტურისტული ბიზნესის ასაღორძინებლად 900 $ გენანებათ?“.
იმავე თემაზე სოციალურ ქსელში მოსაზრება გამოაქვეყნა დავით კოვზირიძემ (მძიმე კაცი) – „ქართული ესტრადა და ნიგვზიანი ბადრიჯანი 980$-ად“. მის ამ სტატუსსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა: „ღადაობენ, მაგ ფულით ბრაზილიაში წავედი 24 დღით“, „რაჭაშიც კარგად წავალ 100 ლარად“, „20 დოლარს თუ დაამატებ, მთვრალი უბნელიც გკოცნის თურმე და ყურსაც გიორთქლავს იმის ხსნაში, როგორ უყვარხარ“.