LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველები რუსეთში: ჭანტურია იღბლიანად დაბრუნდა, ჯიმი შინაურია, რას ერჩიან ჯანოს (გოლი)

25

რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში გიორგი ჭანტურიას “ურალი” მოსკოვის “დინამოს” ესტუმრა.
“ურალმა” სტუმრად მოსკოველები სწორედ ქართველი ფეხბურთელის წყალობით, მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია.
ჭანტურია შეხვედრაში 79-ე წუთიდან ჩაერთო. ძირითადი დროის დასრულებამდე ერთი წუთიდ ადრე კი ქართველმა ფორვარდმა მახვილი კუთხიდან “დინამოს” კარში ეფექტური გოლი გაიტანა და “ურალს” პირველი გამარჯვება მოუტანა.
მეორე ტურის შემდეგ ჭანტურიას გუნდი პრემიერლიგაში ოთხი ქულით მეხუთე ადგილზეა.

 

https://www.youtube.com/watch?v=oLceq1CxoqE

მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა.

– კუთხურის გავითამაშეთ და გადავწყვიტე კარისკენ ნახევრად დამერტყა. ვფიქრობდი, ბურთი თუ ვინმეს შეეხებოდა გოლი გავიდოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არავის შეხებია და გოლი მე გავიტანე. რაც ყველაზე მთავარია გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და ძალიან ბედნიერები ვართ.

ალექსანდრ ტარხანოვმა მომილოცა და თბილი სიტყვები მითხრა. ბოლოს რვა თვის წინ ვითამაშე და მოედანს ეს-ესაა დავუბრუნდი.
რა თქმა უნდა. ძალიან ბედნიერი ვარ. რვა თვიანი უქმობის შემდეგ თამაში დავიწყე. მართალია მხოლოდ 15 წუთი ვითამაშე, მაგრამ გატანაც მოვახერხე.

ყოველდღე ვვარჯიშობ. ვცდილობ, რაც შეიძლება მალე ვიყო მზად 90 წუთის სათამაშოდ. ახლა კარგ მდგომარეობაში ვარ.

 

რუსეთის პრემიერლიგის ორი ტურის შემდეგ მოუგებლად ასპარეზობს მოქმედი ჩემპიონი მოსკოვის “სპარტაკი” – “სახალხო გუნდი” “უფას” საგარეო შეხვედრაში დაუზავდა უგოლოდ.
ჯანო ანანიძე 90 წუთის განმავლობაში სათადარიგო სკამზე დარჩა. მასიმო კარერა ქართველს ბოლო დროს ფაქტობრივად შანსს არ აძლევს. პირველ ტურშიც იგივე სურათი იყო.

სამაგიეროდ, “უფას” შემადგნელობაში შეუცვლელად ითამაშა ჯიმი ტაბიძემ და დამაჯერებლადაც გაისარჯა. ჩვენებურმა 80-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “უფას” ორ ტურში 4 ქულა აქვს, “სპარტაკს” – 2.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები