LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ფეხბურთელი, რომელიც რონალდოს და მესის ჯობია: ლუკა მსოფლიოში მესამეა

22

ეროვნულ ლიგაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ზედიზედ მეორედ გამოიყენეს “პოლარის” სისტემა, რომელიც ფეხბურთელთა ფიზიკური აქტივობის ანალიტიკურ სურათს იძლევა.

ეს “საბურთალო”-“შუქურას” მატჩზე მოხდა. მაქსიმალური სიჩქარით გამორჩეული “საბურთალოს” ფეხბურთელი აღმოჩნდა. ლუკა ლაკვეხელიანმა 34,9 კმ/სთ სისწრაფე აჩვენა.

18 წლის ქართველი მხოლოდ ანტონიო ვალენსიასა და გარეთ ბეილის ჩამორჩება – “მანჩესტერის” შემტევის, ვალენსიას მაქსიმალური სიჩქარე 35,1 კმ/სთ-ია, ხოლო გარეთ “რეალის” უელსელი ვარსკვლავის – 35,0 კმ/სთ.

საინტერესოა, რომ ამ მაჩვენებლით ლაკვეხელიანი მეგავარსკვლავებს უსწრებს – კრიშტიანო რონალდოს (33,6 კმ/სთ), თეო უოლკოტს (32,7 კმ/სთ), ლიონელ მესის (32,5 კმ/სთ), არიენ რობენს (30,4 კმ/სთ) და ალექსის სანჩესს (30,1 კმ/სთ).

ლუკა ლაკვეხელიანი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრია, რომელმაც საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები