LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მოჭადრაკეები ოლიმპიადაზე გააცალეს

245

თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წარდგენა გაიმართა.

მოჭადრაკეებს გზა დაულოცეს და წარმატებული თამაში უსურვეს: ქართული ჭადრაკის ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა, საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებულმა ნანა იოსელიანმა, სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ.
ასევე, ნინო ხომერიკს, ახლახან დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება მიულოცეს.

საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრები გუნდები 1-14 სექტემბრიდან აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე იასპარეზებენ.

თითოეული გუნდის შემადგენლობაში 4 ძირითადი და 1 სათადარიგო მოთამაშეა.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ქალთა ნაკრების შემადგენლობა: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია; გუნდის მთავარი მწვრთნელი – ელიზბარ უბილავა; კაპიტანი – დავით ჯოჯუა.

ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა: ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გელაშვილი, თორნიკე სანიკიძე; გუნდის მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი – ზურაბ სტურუა.

აღსანიშნავია, რომ ქალთა ნაკრები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით 4-ჯერ (1992; 1994; 1996; 2008) იყო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და 3-ჯერ (1998; 2000; 2010) პრიზიორი.

 

 

qalebi

kacebi-03

misa-01

misa-02

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები