LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი პოეტის გულისამაჩუყებელი პოსტი – „მიეცით ადამიანებს უარის თქმის საშუალება…“

28

პოეტი ლია ლიქოკელი სოციალურ ქსელში მეგობრებს უზიარებს ამბავს, რომელიც ახლახან გადახდა თავს. ის წერს, რომ სკოლიდან შეხვედრის თაობაზე დაურეკეს და უარის თქმის შემდეგ მასთან დირექტორმა პრეტენზიით დარეკა.

„ერთი სკოლიდან დამირეკეს წინაზე, შენთან შეხვედრის მოწყობა გვინდაო, ჩვენთან რომ მოხვიდეო. ბავშვებიო, ლექსებიოვიფიქრე ცოტა, და უარი ვუთხარი. ვერ, ვერ შევძლებ-მეთქი
ეს „ვერ შევძლებ“ არც შეუმჩნევიათ. უბრალოდ, უარი გაიგეს
დამირეკა მერე იმ სკოლის დირექტორმა და ისე მელაპარაკა, ისემეჩხუბა, ჰო. ასე ჰქვია
შემეცოდა ჩემი თავი. ვერც ავუხსენი, არ მაცადა. ან როგორ უნდა ელაპარაკო უცხო ადამიანს, რა ხდება ახლა შენს თავს
მესმის, კი, ყველაფერი მესმისრომ ჩემთან შეხვედრა უნდათ, რომ ბავშვები კითხულობენ და გადასარევი ამბავია ეს, რომ უარის თქმა უხერხულია და ასე შემდეგ. მაგრამ რომ არ შემიძლია, ახლა არსად არავისთან შეხვედრა არ შემიძლია, არანაირი ლექსების კითხვა, საერთოდ დანახვა არ მინდა ამ ჩემი ლექსების ახლა, რომ არავის არაფერი დაუშავდება ამ უარით, და თუ დავთანხმდი, ძალიან, ძალიან უნდა გავიტანჯო, ვერც წარმოიდგენთ, ისე. დავიჯერო ეს უნდა ვინმეს?

ან, თუნდაც უბრალოდ არ მინდოდეს. ყველაფერი კარგად იყოს ახლა ჩემს ცხოვრებაში, ჯანმრთელად ვიყო, მაგრამ უბრალოდ არ მინდოდესრა მოხდა? რატომ არ მაქვს ამის უფლება? რატომ უნდა ჩათვალოს ვინმემ, რომ რაღაცას არ ვკადრულობ, თავში ამივარდა, დიდი ვინმე მგონია ჩემი თავი და .. უკვე შიშით ვხსნი მესიჯებს, ვინმემ რამე არ მთხოვოს, რასაც ვერ გავაკეთებ. ისე სწყინთ მერე, ისე სწყინთტელეფონსაც შიშით ვპასუხობ. უცხო ნომრის დანახვაზე მაძაგძაგებს. და მიკვირს, ასეთი მარტივი უარების გაგება უჭირთ ადამიანებს. უკვე არაერთხელ იყო ასე, ისე გამინაწყენებიან ხოლმე, თითქოს მთელი ქვეყნის ვალი მე მედოს, თითქოს რაღაც დანაშაულს ჩავდივარ იმით, რომ უბრალოდ, არ ვაკეთებ იმას, რაც არ შემიძლია, რაც მიჭირს, ან, უბრალოდ, არ მინდა

ნუ იქნებით სასტიკები, ხალხო. ყველაფერს კუდებს ნუ გამოაბამთ. მიეცით ადამიანებს უარის თქმის უფლება. იქნებ აქვთ მიზეზი. იმაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, ვიდრე კუდის ყავარზე გადებაა“.

14e7fd22-8d1f-41cd-a970-199f9c266310

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები