LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა კიკბოქსიორმა მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა

40

ქართველმა კიკბოქსიორმა გიგა ჭიკაძემ კიკბოქსინგის უმაღლესი ლიგის, Glory World Series-ის ფარგლებში ბრძოლა მსოფლიოს ჩემპიონ, ამერიკელ კრის მაუზერთან გამართა.

ქართველმა სპორტსმენმა ძლიერი მეტოქე პირველსავე რაუნდში, სულ რაღაც 2 წუთსა 20 წამში, ნოკაუტით დაამარცხა.

გიგა ჭიკაძე კალიფორნიაში მოემზადა მწვრთნელ რაფაელ კორდეიროსთან, რომელიც 2016 წელს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. ჭიკაძე უკვე ერთი წელია ლოს-ანჯელესში მართავს ბრძოლებს. ის არაერთი კომპანიის სახეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები