LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა ოფროუდერებმა სომხეთში გამართულ Off-Road შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს (ვიდეო)

25

28 თებერვალს სომხეთში, Off-Road შეჯიბრი გაიმართა. გამოცდილი მძღოლები 4×4-ზე ამძრავიანი ავტომობილებით სისწრაფესა და ავტომობილის დამორჩილებაში ეჯიბრებოდნენ. შეჯიბრში მონაწილეობა ქართველმა სპორტსმენებმაც მიიღეს.

შეჯიბრი სამი კატეგორიის მიხედვით ჩატარდა: სტანდარტული ავტომობილები, ჯიპები 2,5 ლიტრამდე მოცულობის სიმძლავრით და ჯიპები 2,5 ლიტრზე ზემოთ მოცულობის სიმძლავრით.

სარბოლო გზა წინასწარ იყო განსაზღვრული და მოიცავდა, როგორც თოვლს აგრეთვე ქვაღორღიან მონაკვეთებსა და რალის ტიპის გზას. თუმცა, შეუსაბამო ამინდის გამო, ზოგიერთი თოვლიანი მონაკვეთი ჩამოიშალა, რამაც მრბოლელებს დამატებითი პრობლემები შეუქმნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები