LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Qatar Airways-მა მგზავრებს საინტერესო სიახლე მოუმზადა (ვიდეო)

48

Qatar Airways-მა ბიზნეს კლასის მგზავრებს საინტერესო სიახლე მოუმზადა – კომპანიამ სავარძლები მთლიანად ოქროთი გააფორმა. კატარის ნაციონალურმა ავიახაზებმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალი ფეშენებელური სალონი წარმოადგინა.

ყველა სავარძლის წინ უზარმაზარი მონიტორებია განთავსებული, რაც მგზავრებს სასურველი ფილმების ყურების საშუალებას მისცემს. გვერდიგვერდ მდებარე სავარძლები კი ორსაწოლიან საძინებლად გადაკეთდება. გარდა ამისა, ყველა ადგილთან სპეციალური პანელებია დამონტაჟებული, რაც განმარტოების საუკეთესო საშუალება იქნება.

და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, სავარძლები იტალიური ტყავით, ატლასითა და ვარდისფერი ოქროთია გაფორმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები