კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი 2022 წლის ყველაზე მოდურ ადამიანად დაასახელეს. ასეთი გადაწყვეტილება ჟურნალი Tatler-ის ბრიტანული ვერსიის რედაქტორებმა მიიღეს. უახლესი რეიტინგი გამოცემამ უკვე გამოაქვეყნა.
ქეითმა თაყვანისმცემელთა მოხიბვლა კლასიკურ სტილთან უახლესი ტრენდების შერწყმით და ძალიან ბევრი ცნობილი დიზაინერის სამოსით შეძლო.
ყველაზე მოდურთა მეორე ადგილი ზიმბაბველ ბლოგერს ვიმბაი მასიივას ხვდა წილად. ლიდერთა სამეულს მოდელი ფრეია ასპინალი ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ საპატიო სიის შედგენისას ჟურნალისტებმა ცნობილი ადამიანების ჩაცმულობა სხვადასხვა საჯარო ღონისძიებებზე შეაფასეს, მათ შორის იყო რამდენიმე ცნობილი ფესტივალი თუ დაჯილდოება.