ქეით უინსლეტი და ლეონარდო წლების მეგობრები არიან, თუმცა ხშირად მათ ურთიერთობას „მეგობრობაზე მეტს“ უწოდებენ.
რამდენიმე თვის წინ, „ტიტანიკის“ ვარსკვლავები პაპარაცების ობიექტივში მოხვდნენ, როდესაც მზიან სანაპიროზე ერთად ისვენებდნენ.
ჟურნალ Glamour-სთვის მიცემულ ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში, უინსლეტმა დიკაპრიოსთან ურთიერთობაზე საკმაოდ სახალისოდ ისაუბრა:
„არ არის საჭირო, ჩვენი უკანასკნელი საუბარი იცოდეთ. ამაზე ორივემ ბევრი ვიცინეთ. ერთმანეთისთვის ხშირად გვითქვამს: „წარმოგიდგენია რა მოხდებოდა, საზოგადოებამ ყველა ის სისულელე რომ მოისმინოს, რასაც ვამბობთ ხოლმე?“ ამ დეტალებს ვერ მოგიყვებით, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენ მართლაც ახლო მეგობრები ვართ. ხანდახან „ტიტანიკის“ ფრაზებითაც ვლაპარაკობთ და მხოლოდ ჩვენ ორი ვხვდებით, რაზეა საუბარი“.
ხმები მათი რომანის შესახებ პრესაში არაერთხელ გაჟღერებულა, თუმცა, ეს ინფორმაცია არასოდეს დადასტურებულა. მედიაში ბოლო დროს იმანაც გაიჟღერა, რომ წყვილი რომანს საგულდაგულოდ მალავს.