LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ქეთო და კოტე” რუსთაველის სცენაზე

166

რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე 12-16 მაისის 19:45 საათზე მიუზიკლი ”ქეთო და კოტე” გაიმართება. რეჟისორი დავით დოიაშვილია. ორიგინალური საორკესტრო ვერსიების ავტორი და დამდგმელი დირიჟორი კი ნიკა მემანიშვილი გახლავთ. ქორეოგრაფები – ილიკო სუხიშვილი და კონსტანტინე ფურცელაძეა. მიუზიკლში არჩილ კერესელიძის და შალვა თაქთაქიშვილის მუსიკალური თემებია გამოყენებული. მონაწილეობენ: სოფო ნიჟარაძე, ნიკო ბერიძე, ნინო ანანიაშვილი, მიხეილ ქირია, პაატა ბურჭულაძე, მირზა მოდებაძე, ლადო ათანელი, სულხან ჯაიანი, ნანი ბრეგვაძე, ეკა კახიანი, სტეფანე მღებრიშვილი და ნინო ქათამაძე. მიუზიკლ ”ქეთო და კოტეს” პრემიერა 2011 წლის 15 აგვისტოს ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში შედგა. მიუზიკლი ვიქტორ დოლიძის ოპერის მიხედვით არის დადგმული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები