“მანჩესტერ სიტის” ყოფილმა ფეხბურთელმა პეტერ ბარნსმა BBC-თან გიორგი ქინქლაძეზე ისაუბრა.
ბარნსი ქინქლაძის გუნდში მისვლას იხსენებს და ამბობს, რომ ქინქლაძე “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. მისი აზრით, ქინქლაძეს შესაძლოა „იუნაიტედზე“ უფრო დიდი გავლენა მოეხდინა, ვიდრე ეს ერიკ კანტონამ მოახერხა.
პეტერ ბარნსი:
“რამდენიმე დღით ადრე გიოს ველაპარაკე და მან მითხრა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” აპირებდა გადასვლას, თუმცა “სიტის” თავმჯდომარემ ფრენსის ლიმ იგი ჩვენთან გადმოიბირა, დანარჩენი უკვე ისტორიაა. მადლობა ღმერთს, რომ ქინქლაძე “სიტიში” წამოვიდა”.
ქართველი ფეხბურთელი ყოფილი კლუბის მიწვევით მანჩესტერში ქალაქის მთავარ დერბის დაესწრო (მატჩი 0:0 დასრულდა). გიორგი ქინქლაძემ, მატჩის დაწყებამდე ფანებისთვის დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ქართველი ნახევარმცველი “მანჩესტერ სიტიში” კლუბისთვის მძიმე პერიოდში 1995 წელს გადავიდა, სადაც სამი სეზონი ითამაშა 106 შეხვედრაში ოცი გოლი გაიტანა. სამი წლის განმავლობაში ქინქლაძე “სიტის” ლეგენდად იქცა. გასულ წელს კი Goal.com-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გულშემატკივრებმა “სიტის” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მიმდინარე წელს კი პოპულარულმა გამოცემა FourFourTwo-მ ინგლისურ პრემიერლიგაში მოთამაშე საუკეთესო უცხოელთა ასეული შეადგინა, სადაც “მანჩესტერ სიტის” ქართველი ნახევარმცველი, გიორგი ქინქლაძეც მოხვდა და 52-ე პოზიცია ერგო.