მოცეკვავე მზია ორველაშვილი სოციალურ ქსელში სახალისო ფოტოს აქვეყნებს და შემდეგ წარწერას ურთავს: „ყველაფერი მინახავს, მაგრამ ასეთი არაფერი… სულ გარეკა ამ ხალხმა… ამდენ ქვეყანაში მიცხოვრია, მაგრამ ასეთი არაფერი მინახავს…“
ფოტოზე ასახულია მანქანა, რომელსაც შემდეგი რამ აწერია: „შპს. ქმარი ერთი საათით, საყოფაცხოვრებო მომსახურება“ და ტელეფონიც არის მითითებული.