LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

23

ქობულეთის შემოვლითი გზის (მეორე ლოტის) 18 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე საქართველოში ერთერთი ყველაზე გრძელი (1180 მეტრიანი) ხიდი ახალი ტექნოლოგიით – ბურჯზე მოძრავი ყალიბის მოწყობის მეთოდით შენდება. პროექტი ასევე ითვალისწინებს: ორზოლიანი გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, 15 ხიდის, 2 გვირაბის და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას. ამ დროისათვის, მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი იგება.

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა დაათვალიერა.

ქობულეთის შემოვლითი გზა აჭარის ტერიტორიაზე ადგილობრივი და სატრანზიტო ტრანსპორტისათვის გადაადგილებას გაამარტივებს, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები. აჭარის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა კი ხელს შეუწყობს კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ღირებულება 209,852,079.67 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები