ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ანთებაა. მის განვითარებას ორი მიზეზი აქვს: ბაქტერიული ინფექცია და ნაღვლის შეგუბება. ნაღვლის ბუშტში ინფექცია შესაძლოა ნაღვლის სადინარებიდან სისხლით და ლიმფური გზით მოხვდეს. რაც შეეხება ნაღვლის შეგუბებას, მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ნაღვლის ბუშტისა და მისი სადინარის თანდაყოლილი დეფექტი, ორსულობა და ნაკლები მოძრაობა იყოს. გარდა ამისა, ქოლეცისტიტის განვითარებას იწვევს მწვავე პანკრეატიტი, პარაზიტული დაავადებები, ჭარბი წონა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ნაღვლის ბუშტის კედლის სისხლმომარაგების მოშლა, მემკვიდრული წინასწარგანწყობა და ალერგიული ფაქტორები.

მწვავე ქოლეცისტიტის დროს აღინიშნება ძლიერი შეტევითი ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში ჭიპის მარჯვნივ, რომელიც შეიძლება მარჯვენა წელის, მხრისა და ბეჭის მიდამოში გავრცელდეს. ტკივილს თან ახლავს გულისრევის შგრძნება, პირღებინება, იშვიათად ტემპერატურის მომატებაც. ტკივილი რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება. მისი ინტენსივობა თანდათან იკლებს და ყრუ ხდება. ტკივილის შეტევის პროვოცირებას შებოლილი, მწარე, ცხიმიანი საკვების მიღება, ალკოჰოლი, ფიზიკური და ემოციური გადატვირთვა ახდენს. ტკივილი გამოწვეულია ნაღვლის შეგუბებით. ამ დროს, ნაღვლის დენას, კენჭების არსებობა უშლის ხელს. მძიმე შემთხვევაში ვლინდება სისუსტე, მადის დაქვეითება, შემცივნება, ტაქიკარდია. მოზარდებსა და მოხუცბში უფრო ხშირია კენჭოვანი ქოლეცისტიტი და მისი შერწყმა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებთან.

გაცილებით ხშირია ქრონიკული ქოლეცისტიტი. ამ დროს ტკივილი ყრუდ მიმდინარეობს, აღინიშნება სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ქრონიკულ ფორმას თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, მწარე გემო პირში და ტემპერატურის მომატება.
მსუბუქი ფორმის დროს მკურნალობა ძირითადად სპაზმოლიტურია. ასეთ დროს იყენებენ ნაღვლმდენ საშუალებებსა და ანტიბიოტიკებს.
ქოლეცისტიტის დროს თანაბარი რაოდენობის ბოლოკისა და ჭარხლის წვენის, თაფლისა და არაყის ნარევი საუკეთესოა გამოსავალია, რომელიც უძველესი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.