LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქროსოვერი – Kia Soul-ი განახლდა

64

კომპანია Kia-მ განახლებული ქროსოვერ – Soul-ის ფოტოები გაავრცელა. ამ ეტაპისთვის კომპანიამ მხოლოდ სამხრეთ კორეის ბაზრისთვის განკუთვნილი მოდელი წარმოადგინა, რაც შეეხება ევროპულ ვარიანტს, მისი პრეზენტაცია პარიზის ავტოსალონში 2016 წლის ოქტომბერში შედგება.

მოდელმა განახლებული ფორმები მიიღო. შეცვლილი დიზაინის გარდა, წარმოდგენილია ახალი ბამპერი და განათების სისტემა. ასევე, ქროსოვერი წარმოდგენილია განახლებული წინა და უკანა ფარებითა და პრემიუმ კლასის დისკებით. Kia Soul-მა მიიღო მოდერნიზებული მართვითი სისტემა, გაუმჯობესებული ექვსსიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და ახალი სამუხრუჭე სისტემა. საჭეზე გამოჩნდა ახალი ღილაკი – Drive Mode – რისი მეშვეობითაც, შესაძლებელია მართვის რეჟიმების გადართვა: Normal, Sport და Eco.

ახალი მოდელი აღჭურვილია ბენზინის 1.6 ლიტრიანი აგრეგატით. ძრავის სიმძლავრე შეადგენს 132 ცხენის ძალას. ასევე წარმოდგენილია მეორე ვარიანტი – 136 სიმძლავრის, დიზელის ტიპის აგრეგატით.