ინტერნეტში ახალი „BMW X 4“- ის სურათები ვრცელდება. ახალი მოდელი წინამორბედისგან თითქმის არაფრით განსხვავდება, ნიუანსების დანახვა რომ შეძლოთ, ავტოგურუ უნდა ბრძანდებოდეთ.
ცვლილებები შეეხო წინა ტუჩსა და სარკის დამცავებს. აგრეთვე დამატებულია ახალი გამონაბოლქვის სისტემა და სპეციალურად ამ მოდელისთვის დამზადებული 19-ანი დისკები. კაპოტქვეშ კი მოთავსებულია 3.0 ლიტრიანი ძრავი, რომელის სიმძლავრეც 360 ცხენის ძალა გახლავთ და რაც მთავარია, ავტომობილი „ემ პაკეტით“ იქნება წარმოდგენილი.
ავტომობილი ავტომატური გადაცემათა კოლოფით იმართება, 100კმ/სთ-ს კი 4.9 წამში ანვითარებს. რაც წინამორბედისგან განსხვავებით 6 წამით უკეთესი მაჩვენებელია. გარდა ამისა „BMW X 4 M40i“-ს მაქსიმალური სიჩქარე 250კმ/სთ-ს შეადგენს. ინტერიერში კი ძალიან ბევრი სპორტული და ექსკლუზიური დეტალები გვხვდება. ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ ხმაურდება. ვნახოთ, კიდევ რით გაგვაოცებს ეს მოდელი ოფიციალურ პრეზენტაციაზე.







