ქსელში Bugatti-ის სედანის პირველი კადრები გამოჩნდა. ავტომობილის გადაღება ბრენდის ერთ-ერთმა კლიენტმა დიზაინ-ცენტრის პარკინგზე სრულიად შემთხვევით შეძლო. ახალი მოდელი 16 C Galinier-ს ჰგავს და როგორც ვარაუდობენ, ის სუპერსედანის ერთ-ერთ ვარიაციას წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი მოდელის აწყობის იდეა Bugatti-ს პრეზიდენტს ჯერ კიდევ გასულ წელს გაუჩნდა. ფოტოში კი რომელიც ქსელში გავრცელდა, ავტომობილი დაფარულია, თუმცა ძარის წინა ნაწილში საფირმო რადიატორის ბადის ამოცნობა მაინც შესაძლებელია. ამასთან, ავტომობილი ვიზუალურად „შირონზე“ უფრო მასშტაბურად გამოიყურება, უფრო გრძელიცაა და საბურავების სისტემაც უფრო მოზრდილი აქვს.
თუკი სედანი ყველა ტესტს ჩააბარებს სერიული წარმოებაც გადაწყდება და ავტომოყვარულები მის შეძენას 2024 წლიდან შეძლებენ.