ამერიკული კომპანია SpaceX-ისა და ტესლას დამფუძნებელმა კოსმოსური ხომალდი Big Falcon Rocket-ის ვიზუალის გამხელა გადაწყვიტა. როგორც გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რაკეტის კონსტრუქციამ ცვლილებები განიცადა და პირველი გამოცდისთვის აქტიურად ემზადება.
შეგახსენებთ, რომ ილონ მასკმა უჩვეულო პროექტი 2017 წელს ასტრონავტიკის კონგრესზე წარადგინა და კოსმოსური ხომალდის გამოცდა 2019 წელს უნდა დაიწყოს. 2022-2024 წლებში კი რაკეტა მარსზე გაიგზავნება და მისი მთავარი მისიის შესრულებაც დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ილონ მასკმა SpaceX-ის პირველი მგზავრიც შეარჩია და იღბლიანი რჩეული მთვარის ირგვლივ სამოგზაუროდ გაფრინდება. პირველი კოსმოსური ტურისტი კი იაპონელი მილიარდელი იუსაკუ მაეძავა და მან მოგზაურობისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა.