LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქსელში „მუსტანგის“ 7 წუთიანი დრიფტის ამსახველი ვიდეო გამოჩნდა

94

ქსელში ნიურბურგრინგის 7 წუთიანი დრიფტის ამსახველი ვიდეო გამოჩნდა. ცნობილმა მრბოლელმა ვონ გიტინმა დრიფტის მსოფლიო ჩემპიონატის წინ გახურება გადაწყვიტა და 20,7 კილომეტრიანი ტრასა უპრობლემოდ გაიარა. პილოტი ამ დროს „მუსტანგის“ საჭესთან იყო მოკალათებული და რამდენიმე მონაკვეთზე მან 241 კმ/სთ-ის განვითარებაც კი შეძლო. ვიდეოს ფრაგმენტი ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, ამჯერად კი YouTube-არხის Monster Energy-ს ავტორებმა რეკორდული მსვლელობის სრული ვერსია წარმოადგინეს. ახალი რეკორდის ავტორი Ford Mustang RTR – 912 ძალის მქონე 5.0 Ford Performance-ის ძრავითაა უზრუნველყოფილი.

შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის ავტომობილია, რომლითაც ვონ გიტინი ფორმულა ერთის ჩემპიონატზე გამოვიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები