ქსელში Toyota GT86-ის ახალი ვერსია გამოჩნდა. Toyota-ს სპორტულმა განყოფილებამ Gazoo Racing-მა იაპონური ხაზის ევროპული ვერსიის შექმნა დააანონსა.
მოდელი GR-ის ბრენდის ქვეშ გამოვა და როგორც მოსალოდნელია, ბევრ ტექნიკურ თუ კოსმეტიკურ გაუმჯობესებას მიიღებს. პირველი ვიდეორგოლი ბრენდის ესპანურმა ოფისმა გაავრცელა და მასზე „ცხელი“ სპორტკუპეს გარკვეული დეტალების დაფიქსირებაა შესაძლებელი. ვიდეოს თან წარწერაც აქვს – a Pasion por la Velocidad – ანუ სიჩქარის სიყვარული, რაც ავტომოყვარულებს იმის ვარაუდის საშუალებას აძლევს, რომ სიახლე წინა მოდელებზე ბევრად უფრო სწრაფი იქნება.
სპორტქარის ტექნიკური მახასიათებლები უცვლელი დარჩება, ის 2 ლიტრის მოცულობის ძრავს მიიღებს და 207 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება.
Todo es cuestión de la pasión por la velocidad. #GT86 by TOYOTA GAZOO Racing. pic.twitter.com/LYc5OqZo9r
— Toyota España (@Toyota_Esp) 24 September 2018