LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქსელში უახლესი სუპერჰიბრიდის პირველი გამოსახულება გამოჩნდა

56

ქსელში უახლესი სუპერჰიბრიდის Speedtail-ის პირველი გამოსახულება გამოჩნდა. ჰიპერქარი ახალი ხაზის Ultimate Series ნაწილი გახდება და ბრენდის ყველაზე სწრაფი მოდელის წოდებისთვის იბრძოლებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ Speedtail-ის მყიდველებს პერსონალიზაციის უახლეს დონესაც შესთავაზებენ, რაც აქამდე შეუძლებელი იყო

. McLaren-ის სუპერჰბრიდი F1-ის ღირსეულ გამგრძელებლად ითვლება. მოდელი 3 ადგილიან სალონს და ბენზინისა და ელექტრონულ ძრავებს მიიღებს. აგრეგატს 1000 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლება და 0-დან პირველ „ასეულს“ 2 წამში განავითარებს. სპორტული ჰიბრიდის მაქსიმალური სიჩქარე საათში 420 კმ-ს გადააჭარბებს და როგორც მწარმოებელი ირწმუნება, Speedtail ბრენდის ისტორიაში ყველაზე მდიდრული და მოდური მოდელი გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები