LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუჩები, რომელთა სანახავადაც ათასობით კილომეტრის გავლა ნამდვილად ღირს

103

თითო ლამაზი ქუჩა ალბათ ყველა ქალაქს აქვს, თუმცა არსებობს ისეთი ქუჩები, რომელთა სანახავადაც ათასობით კილომეტრის გავლაც ღირს. გამოცემა „Architectural Digest”-მა იმ ქუჩების რეიტინგი შეადგინა, რომლებიც ყველასგან განსხვავდება და ისეთი უნიკალურია, როგორც პორტუგალიაში ქოლგების ცა, არგენტინის ნათელი შენობები თუ კალიფორნიის ზიგზაგისებური ბილიკები. აუცილებლად სანახავთა სიის პირველ ადგილს ბუენოს-აირესში მდებარე „ლა ბოკას სამეზობლო“ იკავებს, ნათელ ფერებში შეღებილი სახლები ქუჩას მართლაც დაუვიწყარ სახეს აძლევს.

მეორე ადგილზე სან-ფრანცისკოს „ლომბარდის ქუჩა“ გავიდა. ეს არის გზა, რომელიც მთლიანად ყვავილებითაა გაფორმებული და გულგრილს ვერც მძღოლებს და ვერ ფეხით მოსიარულეებს ვერ ტოვებს.

დაბოლოს, ლიდერთა სამეულს მაროკო და Chefchaouen-ის ქუჩა ასრულებს. ტრადიციულ სტილში აშენებული ცისფერი ხეივანი, რომელიც ულამაზესი ქოთნის ყვავილებითაა გაფორმებული.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ქუჩები ასევე ესპანეთში, ჩინეთში, გერმანიაში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიასა და პორტუგალიაშიც მდებარეობს და თუკი დრო გექნებათ ისინიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.