ინდოეთში ქურდი ღამით კაფეში შეიპარა, თუმცა მოსაპარი ვერაფერი ნახა და იმედგაცრუებულმა ერთი ბოთლი წყალი აიღო. გამოცემა News9Live-ის ინფორმაციით, წყლის ფული მან დახლზე დატოვა.
უჩვეულო ინციდენტი სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს. დამნაშავე სახეზე ნიღბით დაწესებულებაში შუა ღამეს შეიპარა და იქაურობის ჩხრეკა დაიწყო.
გარკვეული დროის შემდეგ ის მიხვდა, რომ კაფეში არაფერი ღირებული არ იყო, რისი მოპარვაც შეეძლო. კამერებმა დააფიქსირეს თუ რა მძიმედ ჩაისუნთქა ქურდმა, მაცივრიდან ერთი ბოთლი წყალი გამოიღო, შემდეგ საფულიდან 20 რუპია ამოიღო და დახლზე დატოვა.
ამ დროისთვის ინდოეთის პოლიცია კრიმინალის პოვნას ცდილობს. გამომძიებლის ვარაუდით, ის საკმაოდ გამოცდილი ქურდია, რომელმაც კარგად იცოდა რომ კამერა უღებდა. თავისი წარმოდგენით მან იმედგაცრუების არტისტულად გამოხატვა სცადა.