LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქურდმა მანქანა, სალონში მყოფი 2 წლის გოგონასთან ერთად გაიტაცა

36
Capture

მამაკაცმა საოჯახო ავტომობილი ისე გაიტაცა, რომ შიგნით მჯდომი 2 წლის გოგონა ვერც შეამჩნია. ინფორმაციას ამის შესახებ Independent ავრცელებს.

ინციდენტი დიდ ბრიტანეთში, დარემის საგრაფოში მოხდა. გოგონას მშობლებმა ავტომობილი ნათესავების სახლთან დააპარკინგეს. სანამ ოჯახი ნავაჭრის გადაზიდვით იყო დაკავებული, გზაზე სხვა ავტომობილი გამოჩნდა. მანქანიდან უცნობი მამაკაცი გადმოხტა, საოჯახო ავტომობილის საჭესთან მივარდა და ტერიტორია მაღალი სიჩქარით დატოვა. გამტაცებელი იმდენად ჩქარობდა, რომ სალონში პატარა ბავშვი და კნუტი არც შეუმჩნევია.

შოკირებულმა მშობლებმა სასწრაფოდ პოლიცია გამოიძახეს. ცოტა ხანში კი გატაცებული მანქანის მოძებნაც მოხერხდა. გამტაცებელმა ტრანსპორტი ინციდენტის ადგილიდან 5 კილომეტრის მოშორებით დატოვა. გოგონა არ დაზარალებულა, ხოლო ფისო, რომელიც მასთან ერთად სალონში იმყოფებოდა, უკვალოდ გაქრა.

სამართალდამცავები გამტაცებელს ყველგან ეძებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები