Wizz Air ქუთაისიდან კიდევ ერთ ახალ მიმართულებას ამატებს. მარტიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით ფრენა ლატვიის დედაქალაქშიც შესაძლებელი იქნება.
როგორც საიტზე იძებნება, პირველი რეისი ქუთაისი-რიგას მიმართულებით, 25 მარტს შესრულდება.
ამ დროისთვის, ბილეთის ფასი 139.99 ლარიდან იწყება.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიამ ახალი მიმართულებები ევროპის მასშტაბით, სულ ცოტა ხნის წინ, დაამატა.