26 მაისს, ქუთაისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის ფინალური დაპირისპირების გადამწყვეტი, მეხუთე მატჩი გაიმართა.
“ქუთაისმა” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა და გადამწყვეტ დაპირისპირებაში, საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 76:71 იმარჯვა.
სერიაში ანგარიში ქუთაისელთა სასარგებლოდ 3:2 გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გამარჯვებით ქუთაისელებმა პირველად მოიპოვეს ქვეყნის ჩემპიონობა!