LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მძღოლებმა მორიგი გამაფრთხილებელი აქცია გამართეს

40

ქუთაისში მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მძღოლებმა მორიგი გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ მოითხოვეს მთავრობისგან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივაზე მსჯელობა, რომელიც მომავალი წლიდან მარჯვენასაჭიან ავტომანქანების იმპორტის შეზღუდვას ითვალისწინებს, დროულად შეწყდეს.

მძღოლების განმარტებით, ისინი მსგავს აქციებს პერმანენტულად გამართავენ. “არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს მარჯვენასაჭიანი ავტომობილი. რატომ ცდილობს ხელისუფლება მათზე შეზღუდვების დაწესებას, არ გვესმის. თუკი ისინი ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, უფრო დიდ აქციებს გავმართავთ”, – აცხადებენ მძღოლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები