LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში მიკროავტობუსებში GPS სისტემა მონტაჟდება

52

ქუთაისში მიკროავტობუსებში GPS სისტემა მონტაჟდება. აღნიშნული სისტემით ადგილობრივ თვითმმართველობას ონლაინ მონიტორინგის საშუალება ექნება.

GPS სისტემა საშუალებას იძლევა ქალაქში მოძრავი თითოეული მიკროავტობუსის გადაადგილების გრაფიკი გაკონტროლდეს. პირველ ეტაპზე სისტემის დამონტაჟება ქუთაისის მერიის მიერ ავტოსატრანსპორტო ხაზებზე კონკურსში გამარჯვებულ 96 მიკროავტობუსში მოხდება. ნავიგაციის თანამედროვე სისტემა ქუთაისში სულ 230 მიკროავტობუსში უნდა დამონტაჟდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები