LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ დაიდარდო, შენ არ გჭირდება იცოდე ვინ ვართ (ვიდეო)

107
2587960-53657910-2560-1440

ჩვენ მოვიგეთ ევროპა 8-ჯერ, ქვეყანამ კი ჩვენი სახელები არ იცის: გერმანიის ქალთა ნაკრების მაგარი რგოლი.

მანდილოსანმა ფეხბურთელებმა მოახლოებული მსოფლიო პირველობისთვის რგოლი ჩაწერეს: „ჩვენ არ გვაქვს ბურთები, მაგრამ ვიცით, როგორ გამოვიყენოთ ის“.

იცი, რა მქვია?

მე?

არა მგონია.

ჩვენ ვთამაშობთ ქვეყნისთვის, რომელმაც ჩვენი სახელები არ იცის. ჩვენ ვიყავით ევროპის ჩემპიონები სამჯერ, სწორია (მამაკაცი ნაკრების გამარჯვებების რიცხვი)? შეცდომაა! აბა შეეცადეთ რვაჯერ. ჩვენი პირველი ტიტულისთვის ჩვენ მივიღეთ ჩაის სერვისი.

თავიდანვე ჩვენ ვიბრძოდით არა მარტო მეტოქის წინააღმდეგ, არამედ ვებრძოდით შეხედულებებს: „ქალებმა ბავშვები უნდა გააჩინონ“. „მათი ადგილი სამრეცხაოშია“. „ეს იგივეა მოყვარულებს რომ უყურო შენელებული კადრით“.

ჩვენ გვიყვარს მაღალ ქუსლებზე სიარული. გვიყვარს ცეკვა. ჩვენ ვიცით რა გვინდა.
არ იდარდო, შენ არ გჭირდება იცოდე ჩვენ ვინ ვართ. შენ უნდა იცოდე ჩვენ რა გვინდა. ჩვენ გვინდა ვითამაშოთ ჩვენი თამაში.

ქალების მუნდიალი საფრანგეთში გაიმართება 7 ივნისიდან 7 ივლისამდე.

გერმანელი ქალები ევროპის რვაგზის ჩემპიონები არიან, ასევე ორჯერ მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები