სპეციალისტებმა ის ქვეყნები დაასახელეს, სადაც ყველაზე საშიში ტერორისტული დაჯგუფებები მოქმედებენ. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ოფიციალურ გვერდზე იმ ადგილების რეიტინგი გამოჩნდა, სადაც ორგანიზებული დანაშაული ყველაზე მეტად ყვავის. პირველ ადგილს კი ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში მდებარე ქვეყნები იკავებენ. როგორც ჩანს, სალვადორში, ჰონდურასში, ვენესუელაში, მექსიკაში, კოლუმბიასა თუ იამაიკაში ყველაზე საშიში კრიმინალური ბანდები მოქმედებენ. სწორედ ამიტომ, ტურისტები ამ ქვეყნებს ყველაზე მეტად უნდა მოერიდონ. ხოლო, რაც შეეხება ფინეთსა და ნორვეგიას, ისინი რეიტინგის ბოლოში მოექცნენ, ანუ – ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებად ითვლებიან.