„ფეისბუქზე“ გურამ ნიკოლაშვილი მიერ მირე ჩატარებული ექსპერიმენტული დაკვირვების შედეგებს აღწერს. საქმე საქართველოში მანქანების გამონაბოლქვით დაბინძურებულ ჰაერს ეხება. მოგეხსენებათ, ამის გამო შემაშფოთებლად არის გაზრდილი ადამიანების სიკვდილიანობა ჩვენს ქვეყანაში.
გურამ ნიკოლაშვილი წერს:
„ზუსტად ათი წუთი ვიდექი ვარაზისხევში და დავაკვირდი ყველა ჯურის ტრანსპორტს, რამაც კი გაიარა. დამაბინძურებელთა ათეული ასე გამოიყურება:
- საბჭოთა წარმოების სამშენებლო „გრუზავიკები“, აი ხაკისფერები რომაა, რომელთა არსებობაც უბრალოდ სამყაროს შეცდომაა;
- ბოგდანის ტიპის ყვითელი ავტობუსი;
- თბილისის სავიზიტო ბარათად ქცეული ყვითელი მარშრუტკა;
- არაბოგდანის ტიპის დიდი ყვითელი ავტობუსი;
- დისტრიბუციაზე მომუშავე გაზელები;
- ბეტონმრევი მძიმე ტექნიკა;
- 2003 წლამდე გამოშვებული ყველა მერსედესი;
- დიდი თეთრი ავტობუსები, რომლებიც არ მოძრაობენ, მაგრამ საეჭვოდ გამოიყურებიან
- GG-342-RR – მწვანე ხასხასა ვოლგა, 1981 წლის.
- ყველა ფორდ-ტრანზიტი.
აქვე არსებობს დაბინძურების არმქონე ტოპ-ერთეულიც:
- ლურჯი ავტობუსი.
საშველი? – ტექდათვალიერება და ჯართის ეტაპობრივი ჩამოწერა.
დაკვირვების დრო: 12:00, 13.09.2017“