LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არ იქნება არასოდეს Rolls-Royce-ის ავტომობილებში?

54

კომპანია Rolls-Royce-ის კორპორატიული კომუნაკაციების საკითხების განყოფილების დირექტორმა, ფრანკ ტომანმა პრესასთან იმ თანამედროვე დეტალებზე ისაუბრა, რაც რასოდეს არ იქნება ბრიტანული მარკის ავტომობილებში. ბატონი ტიმანი აღნიშნავს, რომ მართალია მოწინავე ტექნოლოგიები და ოფციები საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული ავტოწარმოებაში, თუმცა, Rolls-Royce ტრადიციების ერთგულია და არ აპირებს მოდას აყვეს.

ტოპ მენეჯერი აღნიშნავს, რომ ბრენდის მოდელებში არასოდეს დაამონტაჟებენ სენსორულ ეკრანებს, რაც მულტიმედიურ კომპლექსებში ამ ბოლო დროს ფართოდ არის გავრცელებული. Rolls-Royce-ის ხელმძღვანელობის აზრით, სენსორული ეკრანი ავტომობილს ესთეტიკას წაართმევს.

კომპანიაში დარწმუნებულნი არიან, რომ ღილაკები აქტუალურობას არასოდეს დაკარგავენ. ამასთან, ბრიტანული მარკა ყველაზე ხარისხიან მასალებს იყენებს და Rolls-Royce-ის კლიენტები არ მოისურვებენ ასეთ ცვლილებებს. დღეისათვის, არკის ყველაზე ახალი ავტომობილი არის მერვე თაობის Phantom, რომლიც ამ ზაფხულს გამოჩნდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები