„ზედიზედ 4 დღე მაკარონს ვჭამდი“ – ჯორჯინამ ფეხმძიმობის შესახებ ჭორები უარყო.
„იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს სამოქალაქო ცოლმა მედიაში გავრცელებულ ცნობას მისი ორსულობის შესახებ მონაჩმახი უწოდა.
„მე მაშინ ფაქტობრივად თვითმფრინავში ვცხოვრობდი, ასე რომ, მთელი ოთხი დღე მაკარონს ვჭამდი. მეც ადამიანი ვარ, თან წინა ორსულობიდან ჯერ კიდევ აღდგენა მჭირდება“, – დაწერა 25 წლის ჯორჯინას სიტყვები The Sun-მა, რომელიც თავის მხრივ გამოცემა Hola-ს დაეყრდნო.
კრიშტიანოს ოჯახში მორიგ მატებას ელიან.
ჯორჯინას მუცელი შეამჩნიეს: რონალდოს გოგო ისევ ორსულადაა (ფოტო)
ჯორჯინას ადრე ნათქვამი აქვს, რომ მეტი შვილი აღარ უნდა.
2017 წლის ნოემბერში მან ქალიშვილი ალანა მარტინა გაუჩინა რონალდოს.
სულ კი სუპერფეხბურთელს ოთხი შვილი ყავს, აქედან სამი სუროგატმა დედამ გაუჩინა.