LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დაგიჯდებათ ბელგიაში სანტასთან ექსტრემალური ვახშამი?

48

ბელგიაში ახალი ატრაქციონი „სანტა ცაში“ გახსნეს. სიახლე სულ ორ ქალაქში კორტრეიკსა და გენკეში ამუშავდა. ატრაქციონი მსურველებს საშუალებას მისცემს, რომ 30 მეტრის სიმაღლეზე სანტა კლაუსის გარემოცვაში ივახშმონ. სანტასთან ვახშამი 250 ევრო, ხოლო ჩაის მირთმევა კი მხოლოდ 55 ევრო ეღირება. ტურისტებს ზემოთ დამონტაჟებულ მაგიდასთან ამწეს დახმარებით აიყვანენ და მის გამოყენებას ერთდროულად 16 ადამიანი შეძლებს. აღსანიშნავია, რომ ექსტრემალურ ვახშამს ბრიუსელის საუკეთესო შეფ-მზარეულები მოამზადებენ და რა თქმა უნდა, სტუმრებს ცნობილი ბელგიური ვაფლის დაგემოვნების საშუალებაც ექნებათ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები