ბოლო პერიოდში, საკუთარ ღიმილზე ზრუნვა ძალიან აქტუალურია, ბევრის ოცნებაა ჰოლივუდური ღიმილი და ასეთი შედეგის მიღწევა მოკლე დროში უკვე შესაძლებელია. კლინიკა Xdental-ის მთავარი ექიმი, ეთო ბაღაღოშვილი ვინირების შესახებ გვესაუბრება.
რა დროს კეთდება ვინირები?
არსებობს თერაპიული და ორთოპედიული ვინირები, თერაპიული ვინირების დროს ხდება მაღალ ესთეტიკური ბჟენების საშუალებით, კბილების ესთეტიკური პრობლემების მოგვარება. პირველ რიგში, უნდა მოხდეს პირის ღრუს დათვალიერება და შეფასება, რამდენად არის შესაძლებელი აღნიშნული პროცედურის ჩატარება. ნებისმიერი ვინირი, ეს იქნება, პრესკერამიკული, თუ ცირკონის, ვერ გაკეთდება, თუკი გვაქვს კბილების დგომის ანომალია. იმიტომ, რომ ვინირების შემთხვევაში იქლიბება მხოლოდ გარე ფასადი. ვინირების ჩასმა ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გვაქვს ფერისა და კბილის ფორმის პრობლემა. თუკი დგომის ანომალიაა, მაშინ პაციენტმა ჯერ ორთოდონტს უნდა მიმართოს.
რამდენ ხნიანი პროცედურაა?
ერთ ვიზიტში, მხოლოდ თერაპიული ვინირების გაკეთებაა შესაძლებელი. რაც შეეხება ორთოპედიულ ვინირებს, ეს ცირკონი იქნება თუ პრესკერამიკა, ამ შემთხვევაში უკვე საჭიროა სამი ვიზიტი. პირველ ვიზიტზე ვახდენთ პირის ღრუს დათვალიერებას, ხდება ფერის დადგენა და ასევე დადგენა იმისა, თუ ღიმილის ხაზზე რამდენი კბილი ჩანს. მეორე ვიზიტზე ხდება კარკასების მორგება, მესამე ვიზიტზე კი პაციენტი კლინიკიდან ჰოლივუდური ღიმილით მიდის.
როგორ მოვუაროთ ვინირებს?
ძალიან აქტუალური საკითხია, მე პირდაპირ გეტყვით, წესით, ნებისმიერ ორთოპედიულ კონსტრუქციას ხუთ წელიწადში ერთხელ ესაჭიროება გამოცვლა, თუმცა, მისი ექსპლუატაციის ვადა გაცილებით მეტია. საჭიროა გაფრთხილება, არ შეიძლება ძალიან ცხელი და მყარი საკვების მიღება. მოვლას რაც შეეხება, დღეში ორჯერ კბილების გახეხვაა საჭირო და ასევე საჭიროა სპეციალური პირის ღრუს „ირიგატორების“ გამოყენება. ეს მოწყობილობა მაქსიმალურად ასუფთავებს კბილსა და კბილთა შორის სივრცეს ნადებისგან.
გადაცემის აუდიოჩანაწერი