LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ეღირება Ferrari-ს პირველი ელექტროქარი?

138
რა ეღირება Ferrari-ს პირველი ელექტროქარი

გაირკვა, თუ რა ეღირება Ferrari-ს პირველი ელექტროქარი. Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, მოდელი რომლის დებიუტიც 2026 წელს შედგება, როგორც მინიმუმ 500 ათას ევროდ შეფასდება. ეს ფასი კონკურენტ – ელექტროქარებზე ცოტა უფრო მეტია და ბევრად მეტია იმ ავტომობილების ფასზე რომელიც Ferrari-მ ამ წლის პირველ ნახევარში გაყიდა. აღსანიშნავია, რომ თითოეული მოდელისთვის საშუალოდ 350 ათას ევროს იხდიდნენ.

ელექტროქარი მომგებიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს, თუკი მაღალი ფასი ექნება, აღნიშნავენ ანალიტიკოსები. ბრენდმა ახალი ელექტრონული პლატფორმის შექმნისთვის დახარჯული დროის და ძვირადღირებული სამუშაოების ხარჯი უნდა ამოიღოს. ასევე უნდა აანაზღაუროს სხვადასხვა ელექტრონიკის შეძენის ღირებულებაც.

Ferrari-ში აღნიშნავენ, რომ ელექტროქარი მართვის განსაკუთრებული შეგრძნებებით იქნება გამორჩეული, ეს მაშინ როცა სხვა ბრენდების ასეთივე ავტომობილები, მაგალითად ისეთის როგორიცაა Tesla, მხოლოდ A პუნქტიდან B პუნქტამდე მისასვლელადაა საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები