LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ელის The Grand Tour-ის მაყურებელს მეორე სეზონზე – პირველი კადრები

60

კომპანია Amazon-მა The Grand Tour-ის მეორე სეზონის პირველი კადრები გამოაქვეყნა, სადაც შოუს ეპიზოდები ჩანს. როდის გამოვა გადაცემა, უცნობია, სავარაუდოდ პირველი სერია ოქტომბერში გამოჩნდება.

მეორე სეზონის გადაღებები აშშ-ში, დუბაიში, ესპანეთში, შვეიცარიაში, ხორვატიასა და მოზამბიკში მიმდინარეობდა. იმ ავტომობილების რიცხვში, რომელთა ნახვაც გადაცემაში შეიძლება, შედიან: Mercedes-AMG GT R, McLaren 720S, Lancia Rally 037, Bugatti Chiron და Jaguar XJR.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ტრეილერის მიხედვით, ჩანს რომ ეთერში ის ეპიზოდიც გავა, სადაც რიჩარდ ჰამონდი ელექტროქარ Rimac Concept One-ით სერიოზულ ავარიაში ხვდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები