LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გამოხმაურებები მოჰყვა „ვოისის“ მონაწილის, თეონა ყოლბაიას გათავისუფლებას

38

სასჯელაღსრულების მინისტრმა, კახა კახიშვილმა გუშინ, „ვოისის“ მიმდინარეობისას, პატიმარ თეონა ყოლბაიას ვადამდე გათავისუფლების შესახებ თავად თეონას და საზოგადოებას აცნობა. სოციალური ქსელები ამ ინფორმაციამ „ააფეთქა“, უამრავმა ადამიანმა გაიზიარა ეს სიახლე და მინისტრის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს.

შეგახსენებთ, თეონა ყოლბაია ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს და რამდენიმეთვიანი პატიმრობა ჰქონდა დარჩენილი.

მისმა მენტორმა, ანრი ჯოხაძემ ღია ეთერის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში თეონასთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა და დაწერა: „ჩემი თეონა ყოლბაია თავისუფალია. მადლობა კახა კახიშვილს“. თეონასთან ერთად გადაღებული ფოტო დღეს მომღერალმა თიკა ჯამბურიამაც გააზიარა.  

თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ამ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას ეჭვექვეშ აყენებენ…

ბაჩანა შენგელია:

არავის ციხეში ჯდომა ნამდვილად არ მიხარია ( „ვოისს“ არ ვუყურებ, უბრალოდ, ინფო გავიგე), მაგრამ სიმღერის გამო ადამიანის პატიმრობიდან გათავისუფლება მიმაჩნია სუპერპოპულისტურ და საზიანო ნაბიჯად. ასევე ძალიან ცუდი მაგალითია პატიმრობაში მყოფი პირებისთვისაც და რაც მთავარია, ეს არღვევს კანონის წინაშე თანასწორობის უმთავრეს პრინციპს.

.. პოლ მაკარტნისაც მოუწია რაღაც პერიოდი ციხეში ყოფნამ და თქვენ წარმოიდგინეთ, რომის პაპის მიერ დაწერილი საგალობლის შესრულებლის გამო არ გაუთავისუფლებიათ პატიმრობიდან.

მარი ახსიაშვილი:

მაინც ვერ ვხვდები, რატომ არის ხალხი აღფრთოვანებული პატიმრის პირდაპირ ეთერში გათავისუფლებით.

სასჯელს იხდიდა ყაჩაღობისთვისთანამზრახველთან ერთად აყაჩაღებდა ტაქსის მძღოლებს სათამაშო იარაღის მუქარით, ასევე, დააყაჩაღა მაღაზია და გაიტაცა ფული. აღიარებს დანაშაულს.

იქამდეც, წარსულში ნასამართლევი ყოფილა თაღლითობისთვის.

უკაცრავად, მაგრამ ის, რომ კარგად მღერის, კრიმინალისთვის ინდულგენცია არ არის. ემოცია არ მგონია, იმ ტაქსის მძღოლებს სულ სიმღერსიმღერით მიეცათ ტელეფონები და ფული.

ნუ, კარგი, გაათავისუფლა, გაათავისუფლა, ასეთები გაუთავისუფლებიათ? თან, როგორც ამბობენ, რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი და პირობითით შეუცვალეს. მომავლის უფლებაც ყველას აქვს. მაგრამ ეს გულში მჯიღის ცემა„რა ბედნიერებაა, რომ ეს ჩემს ქვეყანაში ხდება“არ მესმის“

ირაკლი ვაჭარაძე:

ორჯერ ნასამართლევი ყოლბაია გუშინ დიდი ზარზეიმით მიიყვანეს რეალითი შოუში და ასევე ზეიმით გაუშვეს პატიმრობიდან. მინისტრმა ტვ იმედის პირდაპირ ეთერში ახარა გათავისუფლება ყაჩაღს, რომელიც თავის მხრივ გვპირდება, რომ ქრისტიანულ ცხოვრებას გააგრძელებს.

განსაკუთრებით შტერებისთვის ხაზგასმით ვიტყვი, რომ გათავისუფლებას მივესალმები.

რასაც არ მივესალმები, ეს კრიმინალის რომანტიზებაა.

ეს სტატუსი არის სახელმწიფოს მიერ კრიმინალის რომანტიზაციის პრობლემაზე“.

კრიტიკულ მოსაზრებებს გამოეხმაურა ერთ-ერთი „ფეისბუქ“-მომხმარებელი ნიკოლოზ ჭურაძე და დაწერა: „ტაქსისტებს აყაჩაღებდა ვიღაც გოგო და ახლა „ვოისში“ მონაწილეობს თურმე „იმედზე“. შეეხო უდო და გადასცეს გათავისუფლების შესახებ ცნობა თუ რაღაც, ზედ „ვოისზე“ გამოსვლის შემდეგ. „იმედმა“ გააშუქა და ხალხი ამბობს, სიმღერის გამო გაათავისუფლესო“.

adcb2338-3295-4f30-adf2-7e8bd07d82b8

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები