ჰოლანდიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკვლევა, რომლის შედეგმაც ნათლად დაგვანახა, რომ თანამედროვე გაჯეტები ანადგურებს ჩვენს ცხოვრებას. მათი რეგულარულად გამოყენება ადამიანებს სექსის სურვილსაც კი უქრობს.
გამოკითხვაში მონაწილეობა 25-დან 34 წლამდე 3000-მდე ადამიანმა მიიღო. მოხალისეებმა პასუხი გასცეს ინტიმურ თემებზე დასმულ შეკითხვებს და გაირკვა, რომ ყველაზე მეტად სწორედ ტელეფონები და პლანშეტები მოქმედებს უარყოფითად ურთიერთობებზე. სტატისტიკის მიხედვით ადამიანები შეუფერებელ მომენტებში იწყებენ რეკვას, ან სიცილს მოსულ მესიჯზე და ა.შ. ასეთი ქმედებები წყვილის სექსუალურ განწყობას აქვეითებს.
გამოკითხულთა უმრავლესობა გამოტყდა, რომ ცოცხალი ურთიერთობების მაგივრად, ხშირად იყენებენ ინტერნეტს და მეგობრებთან მიმოწერას სოციალურ ქსელში. რესპოდენტების 50%-მა აღიარა, რომ ძალიან უჭირთ საყვარელ მობილურებთან განშორება მაშინაც კი, როდესაც პარტნიორთან ერთად წვებიან დასაძინებლად.
სექსოლოგები თანამედროვე ტენდენციებს საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ და ამბობენ, რომ საძინებელი ოთახიდან აუცილებლად უნდა გავიტანოთ მობილურები, კომპიუტერები და ტელევიზორიც კი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი სექსუალური ცხოვრება საფრთხის წინაშე დგება.