LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს ვარსკვლავთან დგომა: ბავშვებს, რომლებიც ფეხბურთელებთან ერთად მოედანზე გადიან, ფულს ართმევენ

rue82acc3df21

პრემიერლიგის მოთამაშეს მოედანზე 185 ფუნტად გაყვები. თუმცა ყველა მშობელი კმაყოფილი ვერ იქნება.

ბავშვები, რომლებიც ფეხბურთელებთან ერთად მოედანზე გამოდიან – კეთილი ტრადიციაა. პრემიერლიგის კლუბების ნაწილმა ამით ფულის კეთებაც კი დაიწყო – ყიდიან სპეციალურ პაკეტებს, რომელშიც შედის მატჩის ბილეთები (მათ შორის მშობლებისთვის), ფოტო ვარსკვლავებთან და ავტოგრაფები.

 

აი ფასები:

• ვესტ ჰემი 700 ფუნტი

• ლესტერი 600

• ტოტენჰემი 405

• ვულვერჰეპტონი 395

• კრისტალ პალასი 375

• ბრაიტონი 350

• ბარნლი 300

• კარდიფი 255

• უოტფორდი 250

• ბორნმუთი 185

 

ტოპებიდან ამ სიაში მარტო “ტოტენჰემია”, დანარჩენები ამას უფასოდ აკეთებენ – ბავშვებს საკუთარი აკადემიიდან ან საქველმოქმედო პროგრამებიდან არჩევენ.

გადახდის მსურველები უამრავია. ზოგიერთისთვის ეს საუკეთესო საჩუქარია დაბადების დღისთვის. დიახ, არიან ისეთებიც, რომლებიც 700 ფუნტს იხდიან, რათა მათი შვილი მარკ ნოუბლთან ერთდ გავიდეს.

 

მაგრამ ეს ყველას როდი მოსწონს. მაგალითად, ჩემპიონშიპის “სუონსი” პაკეტს 478 ფუნტად ყიდის და გულშემატკივრები ჩივიან. არადა, პრემიერლიგიდან გავარდნის შემდეგ კლუბმა ფასები დააგდო.

 

ВВС იმ გულშემატკივრებზე წერს, რომლებიც ჩივიან, რომ ტრადიციიდან ბიზნესი გააკეთეს. ადრე ეს უნდა დაგემსახურებინა, ახლა კი უბრალოდ მდიდარი უნდა იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები